რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, დამფუძნებელი
მე ვარ რეზი ცეცხლაძე, მეღვინე და “ფერი ვაინს”-ის დამფუძნებელი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობისა და მევენახეობის ბაკალავრი, ასევე ინოვაციური ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის მაგისტრი WINTOUR პროგრამის ფარგლებში (l’Institut des Sciences de la Vigne et du Vin de l’Université de Bordeaux (საფრანგეთი), Universitat Rovira I Virgili in Tarragona (ესპანეთი) და University of Porto (პორტუგალია))
2019-დან 2020 წლამდე, ვიყავი მარნის ვირთხა ღვინის კომპანია Rodney Strong-ში, კალიფორნია, სონომა. 2021 წელს ვმუშაობდი Maison Marchand-Tawse-ში (Burgundy, Nuits-Saint-Georges). მქონდა პატივი მემუშავა ღვინის საერთაშორისო პროფესიონალებთან: Debra Meiburg MW, როგორც კომუნიკაციისა და მარკეტინგის აღმასრულებელი ‘’Meiburg Wine Media’’-ში და Lisa Granik MW, როგორც დეგუსტატორი “Granik’s Guide to Georgian Wine”; ვიყავი ისტორიული მარნის ‘’ვაზისუბნის მამული’’-ის ბრენდ მენეჯერი, ასევე ღვინის სპეციალისტი საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
აქტიურად ვარ ჩართული ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ასევე ვარ ღვინის საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი: IWSC, BWT, AWT, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი.
